თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების რამდენიმე ქუჩას დღეს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. “ყაზტრანსგაზ თბილისის” ცნობით, ჩუღურეთის რაიონში რეხის ქუჩაზე გამავალი ავარიული საშუალო წნევის მიწისქვეშა ლითონის დ-200 მმ გაზსადენის გაუქმებისა და ახალაშენებულ პოლიეთილენის საშ/წნევის დ-200 მმ საჰაერო ქსელზე გადართვასთან დაკავშირებით, 20 იანვრის 11:00 საათიდან 18:00 საათამდე მე-3 რეხის ქუჩაზე დაიკეტება გაზის ჭაში ურდული, რის გამოც გაითიშება გმპ # 52, 446, 456, 86, 494, 50, 131, 133, რდ # 88ა, 146ა, ასევე ივერთუბანის ტერიტორიაზე არსებული კერძო სახლების მკვებავი ინდივიდუალური რეგულატორები.
“ყაზტრანსგაზ თბილისის” ინფორმაციით, გაზმომარაგება შეუწყდება ნაძალადევის რაიონში ლოტკინის დასახლების წერონისის, სამღერეთის, ახტალის, ლიხაურის, ბუგეულის, ზედაზენის, ინტერნატის, ფილიას, ნაქალაქევის, სანავარდოს, ასკურავას, ხრესილის, კლდეკარის, თოდრიას, უიარაღოსა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას, ასევე ჩუღურეთის რაიონში I, II, III რეხის ქუჩებს, თამარაშენის, ასხინის, ტაშირის, ქვალონის, აბაშის, სენაკის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის მოსახლეობის ნაწილს.
აგრეთვე – აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა კლდეკარის ქუჩაზე – პურის ქარხანა, ლაითურის ქუჩაზე არსებული საბავშვო ბაგა-ბაღი #43, ხუდადოვის ქუჩაზე – პოლიციის ქვეგანყოფილება, საბანკეტო დარბაზი, თავართქილაძის სახ. უნივერსიტეტი, სკოლა #190 და სხვა. დაახლოებით, 2700-მდე აბონენტი.
კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგება სამუშაოს დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები