თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე შეზღუდვებია

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ157 (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – აღნიშნულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
“ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ასევე გზის დანარჩენ მონაკვეთზე”, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები