თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. “თელასის” ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის და კარტოზიას ქუჩების მცხოვრებლებს (519 აბონენტს).
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბუდაპეშტის ქუჩის მოსახლეობას(161 აბონენტს).
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის და აგრარული უნივერსიტეტის დასახლების მცხოვრებლებს (705 აბონენტს).
12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიქოვანის, ბალანჩივაძის და ახალშენის ქუჩების მცხოვრებლებს (629 აბონენტს).
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, მიხაკო წერეთლის, ფოცხიშვილის, რიონის, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის, კაჭარავას მე-5 ქუჩის და ჭედიას ქუჩების მცხოვრებლებს (645 აბონენტს).
მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ალ. ჭავჭავაძის და გრიბოედოვის ქუჩების მცხოვრებლებს (527 აბონენტს).
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები