საქართველოს პატრიარქმა 560-ზე მეტი ბავშვი მონათლა

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 42-ე საყოველთაო ნათლობის დასრულების შემდეგ ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მივიდა, ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და ნათლულები დალოცა. დღეს, უწმინდესის ნათლული 560-ზე მეტი ბავშვი გახდა.
“ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. დღეს არის ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და დღეს არის ორმაგი დღესასწაული. მოინათლა 560-ზე მეტი ბავშვი, ჩემი ნათლულები. ღმერთმა დალოცოს მათი მშობლები, ნათლიები, ნათესავები. ღმერთი იყოს თქვენი ოჯახების მფარველი”, – ბრძანა მცირე ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.
დღეისთვის პატრიარქს უკვე 27246 ნათლული ყავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები