მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ფასიანი ქაღალდების განთავსების ხელშეწყობისთვის საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა

ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების, ინვესტორების დაინტერესებისა და დამატებითი კაპიტალის მოზიდვის მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებებიგანხორციელდა, რომელიც ხელს შეუწყობს მსოფლიოში აღიარებულ საფონდო ბირჟებზე ფასიანი ქაღალდების განთავსების პროცესს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებები, რომელიც ძალაში 2016 წლიდან შევიდა, ითვალისწინებს, რომ წილობრივი ფასიანი ქაღალდების ან/და საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების, საფონდობირჟაზე (მათ შორის, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე) განთავსებასთან და გამოშვებასთან, აგრეთვე ლისტინგის კატეგორიის/რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებულიდანახარჯები მოგების გადასახადის მიზნებისათვის წარმოადგენს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯს.
„კომპანიებს, რომლებიც საერთაშრისო ბაზრებზე ანთავსებენ ფასიან ქაღალდებს და ამით ახორციელებენ კაპიტალის მოზიდვას, რა თქმა უნდა, აქვთ გარკვეული ხარჯები, საგადასახადოკანონმდებლობაში შესული აღნიშნული ცვლილებებით კი, მათ დასაბეგრ შემოსავალს სრულად გამოაკლდება ის ხარჯები, რომელსაც ბიზნესი გაწევს ასეთი ტიპის ტრანზაქციებისპროცესში”,  – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა.
საგადასახადო კანონმდებლობაში შესული აღნიშნული ცვლილებები, ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები