საქართველომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში ვაჭრობის პოლიტიკის მიმოხილვის ანგარიში წარადგინა

ჟენევაში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) ფარგლებში დღეს, 2009 წლის შემდეგ, რიგით მეორე შეხვედრა იმართება, სადაც საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის მიმოხილვის ანგარიშს განიხილავენ.
როგორც “კვირას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელმაც შეხვედრის ფარგლებში წევრ ქვეყნებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში 2009-2014 წლებში სავაჭრო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ანგარიშს გამოეხმაურა 16 დელეგატი, მათ შორის ევროკავშირი, აშშ, რუსეთის ფედერაცია, თურქეთი, ჩინეთი და ა.შ. წევრმა ქვეყნებმა მაღალი შეფასება მისცეს ვაჭრობის ლიბერალიზაციის კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს და მიესალმნენ საქართველოს მიერთებას ვმო-ს ვაჭრობის ხელშეწყობის შეთანხმებასთან.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები