ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსი წუხელ ციხეში დაიკითხა

  ზურაბ ჟვანიას დაცვის სამსახურის უფროსი კობა ხარშილაძე წუხელ, ღამით პროკურატურის კითხვებს გლდანის მერვე დაწესებულებაში პასუხობდა. მის დაკითხვას მისი ინტერესების დამცველი ბექა ბასილაია ესწრებოდა, რომელმაც დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა. გამოძიების დეტალებზე ადვოკატს არ უსაუბრია, თუმცა, მისი თქმით, კობა ხარშილაძემ გამოძიებას იგივე ჩვენება მისცა, რაც წლების წინ.
„კობა ხარშილაძემ ყველა კითხვას უპასუხა და დაადასტურა ის ჩვენებები, რაც მას გამოძიებისთვის აქამდეც ჰქონდა მიცემული“,- განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ. მისი თქმით, არანაირი სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ კობა ხარშილაძეს ბრალი დაუმძიმდეს, არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები