დავით დაღელაშვილი პროკურატურის კითხვებს 9 საათის განმავლობაში პასუხობდა

   მთავარ პროკურატურაში დაკითხვები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ჩვენებას ჟვანიას დაცვის სამსახურის წევრები აძლევდნენ. დაკითხვაზე ჩუღურეთის რაიონის გამგებელი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის მეუღლე დავით დაღელაშვილი იმყოფებოდა. დაღელაშვილის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში 9 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. გამგებლის ინტერესებს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი იცავს. როგორც დაღელაშვილმა, დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიების ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა. თუმცა საქმის ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე არც დაღელაშვილს და არც მისი ინტერესების დამცველს არ უსაუბრიათ. დაღელაშვილის თქმით, ის იმედს იტოვებს, რომ ჟვანიას საქმეზე სპეკულირება მალე დასრულდება და ბევრ კითხვას პასუხი გაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები