დიმიტრი ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც გაჟღერდა, საგადასახადო ადმინისტრაციის მიმართულებაა

მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ბიზნესასოციაციების წევრებთან შეხვედრაზე გაჟღერდა, არის საგადასახადო ადმინისტრაციის მიმართულება,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
ქუმსიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ადმინისტრირების მიმართულებით შემოწმებები სწრაფად დაიწყოს და შედეგები იყოს გამჭვირვალე.
„მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დღეს გაჟღერდა, არის საგადასახადო ადმინისტრაციის მიმართულება. ჩვენ არაერთხელ გვქონდა მოსმენილი ბიზნესისგან, რომ მნიშვნელოვანია ადმინისტრირების მიმართულებით შემოწმებები სწრაფად დაიწყოს, სწრაფად დამთავრდეს და გადაწყვეტილებები იყოს გამჭვირვალე, რასაც ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად ახორციელებს. თუმცა, გაუმჯობესება ყოველთვის საჭიროა და უნდა დავეთანხმოთ ბიზნესს, რომ გაუმჯობესების ლიმიტი არსებობს. ამ მიმართულებით გამოთქვა პრემიერმა ინიციატივები და ეს ინიციატივები აუცილებლად ცხოვრებაში გატარდება“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მოსმენილი ყველა ინიციატივა განიხილება და უახლოეს პერიოდში შეხვედრა კვლავ გაიმართება.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები მოვისმინეთ, მათ შორის, ბიზნესიდან. მაგალითად, ერთ-ერთი ინიციატივაა, რომ საგადასახადო შემოწმების დროს არ მომხდარიყო ანგარიშებზე ინკასოს დადება და ანგარიშების გაყინვა. ყველა ეს ინიციატივა იქნება განხილული. ჩვენ შევთანხმდით ბიზნესთან, რომ ყველა ინიციატივას განვიხილავთ და უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით გადაწყვეტილებებით“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები