„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა, არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლოს

“ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნებში მონაწილეობის საშუალებასა და უფლებას არ მივცემ, – ამის შესახებ საგაზეთო ინტერვიუში “ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი და ყოფილი თავმჯდომარე მირიან მირიანაშვილის აცხადებს.
„მინდა მივმართო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს – შექმნან ახალი პარტია და იქ გადაბარგდნენ, თორემ მე, როგორც ამ პარტიის ნამდვილი დამფუძნებელი და დაზარალებული პირი, მათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალებასა და უფლებას არ მივცემ. ჩემს მრავალრიცხოვან თანამებრძოლებთან და მომხრეებთან ერთად საპროტესტო აქციებს გავმართავ პროკურატურასთან, სასამართლოსთან, ასევე – საზოგადოებრივ მაუწყებელთან და დავამტკიცებ, რომ სააკაშვილმა ყალბი ხელმოწერით ჩაიგდო ხელში ჩემ მიერ შექმნილი პარტია. მივაღწევ იმასაც, რომ სასამართლოში ეს საქმე განახლდეს. თუ პროკურატურამ ხელმოწერის ნამდვილობაზე ექსპერტიზა ჩაატარა, ეს იქნება ახალი გარემოება და სასამართლო პროცესის გაგრძელების საფუძველი“, – აცხადებს მირიანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები