“ეუთო/ოდირზეა დამოკიდებული, რა ურთიერთობა გვექნება ჩვენ მათთან ხვალ” – ირაკლი ჭეიშვილი
“როცა ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია ხარ და დასკვნაში გიწერია აბსოლუტურად სხვა რამ, სხვა შინაარსის შემცველია რეზოლუცია და შენ დუმხარ იმაზე – 2024 წლის შემდეგ რა დასკვნაც გააკეთე, არის ზუსტად განმსაზღვრელი ჩვენი ხვალინდელი პარტნიორული ურთიერთობის”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ეუთო-ზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ეუთო/ოდირზეა დამოკიდებული, რა ურთიერთობა ექნება საქართველოს მათთან ხვალ.
“ეუთო/ოდირზეა დამოკიდებული, რა ურთიერთობა გვექნება ჩვენ მათთან ხვალ.
ასე დუმილით თუ აპირებენ გაგრძელებას, დუმილი თანხმობის ნიშანია. ის დასკვნა, რაც შენ 2024 წლის არჩევნებზე გააკეთე და დღეს აბსოლუტურად საპირისპირო რამ წერია რეზოლუციაში და შენ არაფერს არ ამბობ, ეს არის სწორედ განმსაზღვრელი ჩვენს ურთიერთობაში და ძალიან დიდ როლს შეიტანს ეს ჩვენს ხვალინდელ ურთიერთობაში. აქედან გამომდინარე, დუმილით წინსვლა ვერ გვექნება“, – განაცხადა ჭეიშვილმა.