“ალეკო ელისაშვილმა ყველაფერი გააკეთა თვითდისკრედიტაციისთვის და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე ბრალდებით წასულიყო პატიმრობაში” – ქადაგიშვილი
“ალეკო ელისაშვილმა ყველაფერი გააკეთა თვითდისკრედიტაციისთვის და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე ბრალდებით წასულიყო პატიმრობაში”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.
ის გამოეხმაურა ფაქტს, რომლის მიხედვითაც ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი, რომელიც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე „ძლიერი საქართველო ლელოს“ კანდიდატი იყო გლდანის რაიონში, შალვა პაპუაშვილს ალეკო ელისაშვილის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.
„ალეკო ელისაშვილმა ყველაფერი გააკეთა თვითდისკრედიტაციისთვის და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე ბრალდებით წასულიყო პატიმრობაში. თავისთავს მოჰკითხონ, ადვოკატიან მხარდამჭერიანად ის, რაც მთელა ქვეყანამ იხილა პირდაპირ ეთერში. ის განცხადებები, რაც მან დაკავების შემდეგ გააკეთა და რასაც სასამართლო პროცესზე ამბობდა. არ ვიცი, ვისი დისკრედიტაცია სჭირდება. არანაირი სიტყვის მიშველება ელისაშვილის ამ მდგომარეობას ჩემგან აღარ სჭირდება ნამდვილად“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.