“დიდი წყალობაა ღვთისა, რომ ქრისტიანული ეკლესიის ორი უდიდესი სიწმინდე, კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი საქართველოშია დაბრძანებული” – შიო lll

“დიდი წყალობაა ღვთისა, რომ ქრისტიანული ეკლესიის ორი უდიდესი სიწმინდე, კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი საქართველოშია დაბრძანებული”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ ქადაგებისას ისაუბრა.

“ძვირფასო ძმებო და დებო, ეს გვაფიქრებს კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეზე, ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს სულიერ შესამოსელზე.

ჩვენ, როდესაც მოვინათლეთ მივიღეთ ეს სულიერი შესამოსელი და როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული ქრისტეთი შევიმოსეთ, მაგრამ სამწუხაროდ ამ ცხოვრების განმავლობაში ჩვენ ამ სპეტაკ შესამოსელს ვაბინძურებთ ჩვენი ცოდვებით, ჩვენი ვნებებით, მცირედ მორწმუნეობით, სულმოკლეობით და ა.შ დღევანდელი დღე მოგვიწოდებს ჩვენ, რომ დავფიქრდეთ ამაზე და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს, რომ შეგვეწიოს ლოცვით და დაგვეხმაროს ჩვენი ვნებების დაღწევაში და ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის გასპეტაკებაში”, – აღნიშნა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები