ძლიერი ხანძარი თურქეთის საკურორტო რეგიონში – ცეცხლი დასახლებებს მიუახლოვდა

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მუღლას პროვინციაში, მასშტაბურ ტყის ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან.

ცეცხლი 14 ივლისის საღამოს მილასის რაიონში გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა კაპლანკაიას სანაპიროს მიმართულებით, სადაც სასტუმროები, ვილები და დასასვენებელი კომპლექსებია განთავსებული.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით სასტუმროებიდან, დასასვენებელი სახლებიდან და მიმდებარე დასახლებებიდან 1 100-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მთელი ღამის განმავლობაში ხანძრის ჩაქრობას ასობით მეხანძრე, სატყეო სამსახურის თანამშრომლები, სპეციალური ტექნიკა, ვერტმფრენები და სახანძრო თვითმფრინავები ცდილობდნენ.

ცოტა ხნის წინ, თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხანძარი ძირითადად ლოკალიზებულია, თუმცა ძლიერი ქარის გამო ცალკეულ კერებზე მუშაობა კვლავ გრძელდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და გამოძიება მიმდინარეობს.

თურქეთის პოლიციამ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები