სირიაში კიდევ ორი პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა

გარდაცვლილები არიან: 24 წლის რამზან ფარეულიძე, რომელიც სირიაში წასვლამდე სოფელ ბირკიანში ცხოვრობდა და სოფელ ომალოს მკვიდრი, 22 წლის მუხმად თურქოშვილი. ორივე მათგანი “ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა.
როგორც “კვირას“ სოფელ ბირკიანის იმამმა, ფარეულიძეების ახლობელმა ომარ ფარეულიძემ განუცხადა, ახალგაზრდების დაღუპვის შესახებ ოჯახებმა გუშინ შეიტყვეს. სამი დედმამიშვილიდან რამზან ფარეულიძე ყველაზე უმცროსი იყო. ომარ ფარეულიძის ინფორმაციით, რამზან ფარეულიძე სირიაში დაახლოებით ერთი წლის წინ წავიდა. ამავე პერიოდის წინ წავიდა სირიაში მუხმად თურქოშვილიც. რამზან ფარეულიძეს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები