ალექსანდრე თამაზაშვილი: არსად არ მივდივარ

უმრავლესობის დეპუტატი ალექსანდე თამაზაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ რიგებს ტოვებს, უარყოფს. როგორც თამაზაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ყოველთვის იქ იქნება, სადაც გუნდი გადაწყვეტს.
„არსად არ მივდივარ და მით უმეტეს არც პარტია „ქართულ ოცნებას“ ვტოვებ! ვიყავი, ვარ და ვიქნები ჩვენი გუნდის წევრი. სიუჟეტში საუბარი იყო პარტიულ სიაზე (სხვა დანარჩენი ჟურნალისტური ” ფანტაზიის” ამბავია) და ვფიქრობ, რომ ვიქნები პარტიულ სიაში თუ არ ვიქნები, ეს არ ცვლის ჩემს დამოკიდებულებას ჩვენი გუნდისადმი. როგორც ყოველთვის მე იქ ვიქნები, სადაც გუნდი გადაწყვეტს და დავჭირდები!” – წერს თამაზაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები