ლარი მცირედით გამყარდა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4250 ლარს შეადგენს. ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც 15 იანვარს მოქმედებდა, 2.4254 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0004 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გამყარდა. ერთი ევროს შეძენა 2.6449 ლარად არის შესაძლებელი, მაშინ, როცა 15 იანვარს მოქმედი კურსი 2.6478 ლარს შეადგენდა.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა.