ლეკვი ორ მილიონ დოლარად გაიყიდა

  ტიბეტური წარმოშობის წითელი მასტიფის ლეკვი 2 მილიონ დოლარად გაიყიდა. 11 თვის ლეკვი ჩინელმა მილიარდერმა შეიძინა. ძაღლს ღია წითური ფერის ბეწვი აქვს და 81 კილოგრამს იწონის. ლეკვის ყოფილი მფლობელი დარწმუნებულია, რომ ძაღლი ახალი პატრონისთვის არა მარტო საყვარელი მეგობარი, არამედ ბიზნესის შესანიშნავი წყაროც იქნება. ტიბეტური მასტიფები  მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ჯიშის ძაღლებად განიხილება. ის წმინდა სისხლის ჩინური ჯიშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები