საახალწლოდ, საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან შემოვიდა

საქართველოში, 2015 წლის დეკემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან შემოვიდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რუსეთიდან საქართველოში, დეკემბერში ფულადი გზავნილი 40.5 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.
სებ-მა იმ ქვეყნების ხუთეული გამოაქვეყნა, საიდანაც საქართველოში 2015 წლის დეკემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა:
რუსეთი (40.5 მლნ აშშ დოლარი), იტალია (10.9 მლნ აშშ დოლარი), აშშ (10.1 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (9.7 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (5.5 მლნ აშშ დოლარი).
ამავე დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის დეკემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 12.2%-ით შემცირდა.
2015 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 101.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 244.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 12.2 %-ით (14.2 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2014 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.8% იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.8 მლნ აშშ დოლარი (42.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 20.2 მლნ აშშ დოლარისა (38.1 მლნ ლარისა) გასული წლის დეკემბერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები