ჰავაის კუნძულებთან ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა

ჰავაის კუნძულებთან ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტი კუნძულ ოაჰუს სიახლოვეს მოხდა, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესია ჰავაის კუნძულებს შორის. შეჯახების შემდეგ ორივე საფრენი აპარატი წყალში ჩავარდა. ამ დროისთვის დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ, ასევე კატასტროფის მიზეზებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. ადგილზე გაგზავნილია აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდები, რომლებიც სამძებრო სამუშაოებს ატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები