ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ 12 „ბოევიკი“ მოკლეს

12 „ბოევიკი“, მათ შორის „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი რანგის თანამდებობის პირი ავღანეთის ნანგარხარის პროვინციაში, საჰაერო დარტყმის შედეგად გაანადგურეს. ისლამისტების დაღუპული ლიდერის ვინაობა არ სახელდება.
ცნობილია, რომ ის წარმოშობით პაკისტანელია. ავიაიერიში ავღანეთის საჰაერო ძალებმა უპილოტო აპარატების მეშვეობით განახორციელეს. დაზვერვის მონაცემებით, ავღანეთის ნანგარხარის პროვინციაში ტერორისტული დაჯგუფებების, მათ შორის „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების აქტიურობა შეინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები