სანდრო ბრეგაძე: ხმა ამოიღეთ, თორემ ხვალ გვიან იქნება

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ სანდრო ბრეგაძემ გოგი გვახარია და ნინია კაკაბაძე პატრიარქის შეურაცხყოფისთვის გააკრიტიკა.
„ხმა ამოიღეთ, თორემ ხვალ გვიან იქნება“, – ასე მოუწოდა სოციალურ ქსელში საზოგადოებას მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, მინისტრებად და დეპუტატებად არავინ დაბადებულა.
„დღეს გვახარიამ პატრიარქს გაუგონარი შეურაცხყოფა მიაყენა, გუშინ ნინია კაკაბაძემ და ამაღლობელმა უკანასკნელი სიტყვებით გალანძღეს ეკლესია და ჩვენი სარწმუნოება. ჩემთვის, როგორც საქართველოს მთავრობის წევრისთვის, გასაკვირია ჩემი კოლეგების კრავის დუმილი ამ უდიდეს ეროვნულ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, აღმაშფოთებელია, რომ ისინი, ვინც მხარს უნდა მიჭერდეს, დადუმებას მირჩევს და პატრიარქის, ეკლესიის, სარწმუნოების მტრებთან მეგობრობს და მათ იცავს.
ამიტომ ან ხმა ამოიღეთ და დავადუმოთ ეს მარგინალი ბოლშევიკები, ან იმათთან ერთად, ვინც ჩემი სარწმუნოების მტრებთან მეგობრობს, ჩემი ადგილი არ არის. მინისტრებად და დეპუტატებად არავინ დავბადებულვართ, მთავარი იმ პრინციპების ერთგულებაა, რომლითაც ვცხოვრობთ. ხმა ამოიღეთ, თორემ ხვალ გვიან იქნება“,- წერს ბრეგაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები