ზურაბ აბაშიძე: თუ ენერგოუსაფრთხოება აწუხებდათ, რუსული კომპანიებისთვის ელექტროსადგურები არ უნდა მიეყიდათ

რუსეთთან ურთიერთობის საკითხი პრემიერის სპეციალური წარმომადგებელის განცხადებით, “გაზპრომის“ ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ოპონენტებს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხელისუფლების კრიტიკისთვის სჭირდებათ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძის თქმით, ენერგეტიკის სამინისტრომ რა არგუმენტებიც არ უნდა მოიყვანოს, კრიტიკა მაინც გაგრძელდება.
“გაზპრომთან” დაკავშირებით გაზის საკითხი კი არ არის მთავარი, არამედ ის, რომ ჩვენს ძვირფას ოპონენტებს სჭირდებათ თემები წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხელისუფლების საკრიტიკებლად, ამიტომ ჩვენმა ენერგეტიკის სამინისტრომ რა არგუმენტიც არ უნდა მოიყვანოს, სულ ბულბულები რომ ჩამოგისვათ მიკროფონებზე, ეს კრიტიკა მაინც გაგრძელდება”, – განაცხადა აბაშიძემ.
პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, თუ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოება აწუხებდათ, რუსული კომპანიებისთვის “ამდენი ელექტროსადგური არ უნდა მიეყიდათ”.
“თუ ასე წუხდნენ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე, არ უნდა მიეყიდათ რუსული კომპანიებისთვის ამდენი ელექტროსადგური. როგორც ვიცი, მილის გაყიდვასაც გეგმავდნენ”, – აღნიშნა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები