დევიდ ბოუის ნიუ-იორკში ჩუმად კრემაცია ჩაუტარეს

ბრიტანელი მუსიკოსის დევიდ ბოუის ცხედარს ნიუ-იორკში ჩუმად კრემაცია ჩაუტარეს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება. ბოუიმ გარდაცვალებამდე ითხოვა, რომ მისთვის ხმაურიანი დაკრძალვა არ მოეწყოთ. Daily Mirror-ის ინფორმაციით, ბიუის ცხედარს კრემაცია მისი გარდცვალების შემდეგ საკმაოდ მალე ჩაუტარეს. ამ ცერემონიას არც მისი მეგობრები და არც ოჯახის წევრები არ ესწრებოდნენ.
დევიდ ბოუი კვირას, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოუი კიბოთი იყო დაავადებული. მისი ბოლო ალბომი 8 იანვარს, მუსიკოსის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები