ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ებოლას ეპიდემიის დასრულების შესახებ განაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ლიბერიასა და დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსის ეპიდემია დასრულებულია. ლიბერიაში ბოლო 42 დღის განმავლობაში ვირუსის არ ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
გასულ წელს ებოლას ეპიდემია გვინეასა და სიერა-ლეონეში დაამარცხეს. ამასთანავე, გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი აცხადებს, რომ დასავლეთ აფრიკაში ამ ეპიდემიამ შესაძლოა, მომავალშიც იჩინოს თავი. ებოლას ვირუსის ყველაზე მასშტაბური ეპიდემიის შედეგად 2013 წლის დეკემბრიდან 11 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები