სომხეთში „ღორის გრიპით“ გარდაცვლილთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა

სომხეთში, „ღორის დრიპით“ და ამ დაავადებით გამოწვეული გართულებების გამო, უკვე 10 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო „ნოვოსტი არმენიი“ იუწყება.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ასეთი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში 41 წლის მამაკაცი მიიყვანეს. „პაციენტი ძალზე მძიმე მდგომარეობაში იყო და, 10-დღიანი მკურნალობის მიუხედავად, ის გარდაიცვალა“, – დაწერა ფეისბუქში სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ანაიტი აიტაიანმა. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სომხეთში „ღორის გრიპით“ 6 ადამიანი იყო გარდაცვლილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები