„აშშ რუსეთის ჩინოვნიკებისთვის დაწესებულ სანქციებზე არ შეჩერდება“

   ამერიკის შეერთებული შტატები მხოლოდ რუსეთის სამი ათეული ჩინოვნიკის, ბიზნესმენისა და რუსეთის ბანკის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე არ შეჩერდება,- ამის შესახებ უცხოური მედია, აშშ სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის კომენტარზე დაყრდნობით წერს.
მისი თქმით,შემდგომი სანქციები ვლადიმერ პუტინის ქმედებებზეა დამოკიდებული.
“ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ ძალიან მძლავრი, სერიოზული სანქციებით, თუ ის არალეგალურ და პროვოკაციულ ქმედებებს გააგრძელებს”, – განაცხადა ჯონ ქერიმ.
ქერის თქმით, რუსეთსა შეერთებულ შტატებს შორის უკრაინასთან დაკავშირებით არსებული დაძაბულობა გავლენას არ მოახდენს მათ ერთობლივ საქმიანობაზე- ავღანეთში, სირიაში და ირანის ბირთვულ პროგრამაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები