ბელგიის პოლიციამ პარიზის თავდასხმების მონაწილე ტერორისტების ახალი სამალავები აღმოაჩინა
ბელგიის პოლიციამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში იმ პირთა სამალავები აღმოაჩინა, რომლებიც 13 ნოემბერს პარიზში მომხდარ ტერაქტებთან არიან დაკავშირებულები. ქალაქ შარლერუას ერთ-ერთ ბინაში ტერაქტის ორგანიზატორის, აბდელჰამიდ აბაუდის თითების ანაბეჭდებია აღმოჩენილი. აბაუდი პარიზის შემოგარენში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. ამ ბინაში კიდევ ერთი ტერორისტის – ბილალ ხადფის ანაბეჭდებიც აღმოაჩინეს. ეს ადამიანი პარიზის სტადიონთან მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობდა. ტერორისტების კიდევ ერთი სამალავი პოლიციამ, შარლერუას მახლობლად, დასახლება ოველეში აღმოაჩინა.
შეგახსენებთ, რომ პარიზში, 13 ნოემბრის ტერაქტების სერიის შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სალაჰ აბდესლამი ამჟამად მიმალვაშია.