რუსეთში სტალინის პოპულარობა იზრდება

რუსეთის მოქალაქეების მიერ იოსებ სტალინის და მისი საქმიანობის მხარდაჭერა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში იზრდება. ეს დასკვნა საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით „ლევედა ცენტრმა“ გამოაქვეყნა. ასე, მაგალითად, გამოკითხულთა 34% მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ სტალინმა, ყველა შეცდომის მიუხედავად, საბჭოთა ხალხს დიდ სამამაულო ომში გაამარჯვებინა. 2007 წელს ასე 28% ფიქრობდა.
20%-ს მიაჩნია, რომ სტალინი ბრძენი ლიდერია, რომელმაც ქვეყანას სიძლიერე და აყვავება მოუტანა. 2007 წელს ამას 14% ეთანხმებოდა. გამოკითხულთა 12 % ფიქრობს, რომ რუსეთი სტალინის მსგავსი პოლიტიკოსის გარეშე ვერაფერს გახდება და ის, ადრე თუ გვიან, მოვა ქვეყნის სათავეში. 2007 წელს ასე 9% ფიქრობდა. სტალინის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა კი შემცირდა. 2007 წელს მას მილიონობით უდანაშაულო ადამიანის დახოცვაში დამნაშავედ 29% მიიჩნევდა, ხოლო ახლა ამ ადამიანების რიცხვი 21%-მდე შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები