კახა კალაძე: აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობების მიღება დღეს ტექნიკურად შეუძლებელია

აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობების მიღება დღეს ტექნიკურად შეუძლებელია – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს წლების განმავლობაში ასეა და აქამდე დეფიციტი “გაზპრომის” გაზით ივსებოდა.
როგორც კალაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, 2019 წლისთვის შაჰ დენიზის მეორე ფაზის პროექტის დასრულება იგეგმება.
“ჩვენ ვსაუბრობთ, რომ აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობების მიღება დღეს ტექნიკურად შეუძლებელია – ეს წლების განმავლობაში ასეა და ჩვენ ამ დეფიციტს ვავსებდით “გაზპრომის” გაზით. ალბათ, მომავალშიც ასე მოხდება, თუმცა რეალურად არის იმის შესაძლებლობა, რომ ამ პრობლემის მოგვარება მოხდეს. ალბათ, საჭირო იქნება დამატებითი ინვესტიციები, გასაკეთებელი იქნება კომპრესორები, რომ ჩვენ ამ მილსადენებით მივიღოთ დამატებითი მოცულობები. ასევე მნიშვნელოვანია შაჰ-დენიზის მეორე ფაზის პროექტი, რომელიც უკვე დაწყებულია და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. 2019 წელს ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მივიღოთ დამატებითი მოცულობები”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები