„ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას იმის გამო, რომ “გაზპრომთან” მოლაპარაკება პირდაპირი ეთერით ვერ გადაიცემა“

ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას იმის გამო, რომ “გაზპრომთან” გამართული შეხვედრების პირდაპირ ეთერში გადაცემა შეუძლებელია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრები დახურული ფორმატით არ მიმდინარეობს.
“შეხვედრები დახურული არ არის და მათთან დაკავშირებით განცხადებები გავრცელდა, თუმცა ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას, რომ ამ შეხვედრების გადაცემა პირდაპირ ეთერში არ ხდება და “ლაივის” გაკეთება შეუძლებელია. ზოგადად, მიღებული პრაქტიკაა, როდესაც ასეთი მოლაპარაკებები მიმდინარეობს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ექსპერტებს სურდათ გაეგოთ, რა სიტუაციაა ბაზარზე და რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კალაძემ დღევანდელი შეხვედრა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ იყო კითხვები, რომელებსაც შესაბამისი პასუხები გაეცა. ენერგეტიკის მინისტრი თვლის, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები სამომავლოდაც უნდა გაგრძელდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები