დღეს თბილისის მეტროს 50 წელი შეუსრულდა (ფოტოკოლაჟი)

დღეს თბილისის მეტროს 50 წელი შეუსრულდა. 1966 წლის 11 იანვრის დილის 6 საათიდან მეტროს მგზავრები პირველი რიგის პირველ უბანზე ანუ სადგურ “დიდუბიდან” – “რუსთაველის მოედნამდე” გადაჰყავდა.
პირველი საცდელი მატარებელი კი საცდელ რეისზე მემანქანე ნოე ლაცაბიძემ 28 ნოემბერს გაიყვანა. „ყველა თბილისელს და განსაკუთრებით მეტროპოლიტენის თითოეულ თანამშრომელს ვულოცავ ამ დღეს! რომ არა ეს მართლა უმაგრესი პროექტი, თბილისი დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა. გილოცავთ ყველას მეტროპოლიტენის 50 წლის იუბილეს”, – წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე თბილისის საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი.
metro2
metro3
metro4

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები