დიმიტრი ქუმსიშვილი: ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მომდევნო კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი.
“ამ კვირაში ჩვენთან ჩვენი კონსულტანტები ჩამოვლენ. შესაბამისად, სავარუდოდ, ამ კვირის ბოლოს, იმ კვირის დასაწყისში ჩვენ მოგახსენებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ქუმისშვილმა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ კონსულტანტებთან ერთად, იმიტომ, რომ ეს პროექტი რთული და კომპლექსურია, შესაბამისად, ყველა დეტალი უნდა შეთანხმდეს.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, სავარაუდოდ, ანაკლიის პორტის მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყება და შვიდ ეტაპად განხორციელდება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტვირთბრუნვის შესაძლებლობა უნდა იყოს 100 მილიონი ტონა წელიწადში. მშენებლობა წარიმართება რამდენიმე ფაზად, პორტის სიმძლავრის ზრდის ეტაპების მიხედვით – როცა პორტის ტვირთბრუნვა პორტის გამტარუნარიანობის 90%-ს მიაღწევს, კომპანია ვალდებული იქნება, პორტის მშენებლობის შემდეგი ეტაპი დაიწყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები