ვანო მერაბიშვილი დაკითხეს
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დღეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაკითხეს. როგორც “კვირას“ მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ დოლიძემ განუცხადა, მერაბიშვილმა ვერ გაიხსენა საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები და განმარტა, რომ მის მიერ 2005 წლის 3 თებერვალს გამართული ბრფინგის დროს ჟვანიას სიკვდილის მიზეზად ბუნებრივი აირით მოწამვლა დაასახელა იმიტომ, რომ იგი თავად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ნამწვის სუნი იგრძნობოდა.
დოლიძის თქმით, მერაბიშვილმა, ჟვანიას გარდაცვალების შესახებ 2005 წლის 3 თებერვალს პირველად ამცნო საზოგადოებას და მომხდარს უბედურ შემთხვევა უწოდა. იმ დროს კი ექსპერტიზის დასკვნა, არა თუ დაწერილი, არამედ გვამების გამოკვლევა დაწყებულიც კი არ ყოფილა. თემო დოლიძის ინფორმაციით, ამ წუთებში მთავარ პროკურატურაში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის, კახა ერისთავის და ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრის დავით დაღელაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს.