საგამოძიებო სამსახური საქართველოს უნივერსიტეტის საქმეს იკვლევს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საქართველოს უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის საქმეს იძიებს. საგამოძიებო სამსახური ერთ ლარად გადაცემული შენობის პრივატიზების საკითხს სწავლობს. ამის შესახებ “კვირას” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს. მათივე განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს უნივერსიტეტში ფინანსური სამსახური შევიდა, სიმართლეს არ შეესაბამება. “უნივერსიტეტში საგამოძიებო სამსახური არ შესულა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ერთ ლარად გადაცემული ქონების პრივატიზების საკითხს იკვლევს. ამ საკითხის შესახებ დოკუმენტაციის შესწავლა ხდება,“ – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები