კახა კალაძე: ჩვენ ვგეგმავთ, 2016 წელს დავიწყოთ მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი

ჩვენ ვგეგმავთ, 2016 წელს დავიწყოთ მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 230-დან 250 მილიონამდე აშშ დოლარი იქნება.
“ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ჩვენ ვგეგმავთ 2016 წელს დავიწყოთ ამ პროექტის განხორციელება. მიმდინარეობს კვლევები. პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 230-დან 250 მილიონამდე აშშ დოლარი იქნება. ზოგადად, ყველა ქვეყანა ცდილობს, მსგავსი გაზსაცავი ჰქონდეს”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები