ნავთობის ფასი 34 დოლარზე დაბლა დაეცა

ერთი ბარელი ნავთობის ფასი 34 დოლარზე დაბლა დაეცა. ეს კიდევ ერთი რეკორდია 2004 წლის შემდეგ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ნიუ-იორკის ბირჟაზე 33,37 დოლარი შეადგინა. სავაჭრო სესიის პროცესში მისი ფასი 33,2 დოლარამდე ეცემოდა. WTI-ის მარკის ნავთობის ფასმა 33,13 დოლარი შეადგინა. ნავთობი ჩინეთის საფონდო ბაზარზე მომხდარი ინდექსების დაცემის შემდეგ გაიაფდა. ამ მაჩვენებლის 5%-ით დაწევის შემდეგ ჩინეთის ხელისუფლებამ ვაჭრობა 15 წუთით გააჩერა. მისი განახლების შემდეგ ინდექსების დაცემა გაგრძელდა, ამიტომ შანხაის და შენჯენის ბირჟებზე ვაჭრობა დღის ბოლომდე შეწყდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები