უცნობი ცხელებით 23 ადამიანი გარდაიცვალა
დაუდგენელმა ჰემორაგიული ცხელების აფეთქებამ დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში – გვინეაში 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაავადების პირველი შემთხვევა თებერვალში გამოვლინდა. გაკედუს და მასენტას პრეფექტურაში 36 შემთხვევიდან 23 გარდაიცვალა. მკვლევართა ჯგუფი სოფელ-სოფელ მოგზაურობისთვის ემზადება, რომ ამ ვირუსის წყაროს მიაგნოს. ამჟამად არ გამორიცხავენ, რომ ეს შესაძლოა, იყოს ლასას ცხელება ან ებოლა, ლეპტოსიროზი ან სხვა დაავადებები.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ინფიცირებულთა უმრავლესობას კონტაქტი ჰქონდა ამ ამოუხსნელი დაავადების მიზეზით გარდაცვლილ ადამიანებთან. ამჟამად ინფიცირებულები იზოლირებულები არიან, ხოლო ვისრუსის ნიმუშები გამოსაკვლევად სენეგალში და საფრანგეთშია გაგზავნილი.