ნოდარ ჯავახიშვილი: საავტომობილო გზებზე მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ქვეყნის მასშტაბით, საავტომობილო გზებზე არსებული ვითარების მოსანახულებლად და დამატებითი საჭიროებების უზუნველსაყოფად საქართველოს რამოდენიმე რეგიონში იმყოფებოდა.
მინისტრმა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის შემდეგ, საერთშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის – აბაშა-სენაკისა და ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთები, ასევე სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის, ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის, სენაკი-ფოთი-სარფისა და ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზები მოინახულა.
ამ დროისათვის, საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის გამო დაწესებული შეზღუდვები მინიმუმადეა დაყვანილი. დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოსა და იმერეთში ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ყველა ძირითადი გზა განვლადია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით გზის გაწმენდით სამუშაოებს 31 დეკემბრიდან, 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.
ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია: თბილისის–სენაკი–ლესელიძის, ვაზიანი–გომბორი–თელავისა და თბილისი–ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზებზე.
თოვლისა და ლიპყინულის გამო, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები დაწესებულია საავტომობლო გზების შემდეგ მონაკვეთებზე:
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა–გუდაურის(ფოსტას) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-მლეთის და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე დასაშვებია ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების – ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მგზავრთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოძრაობა აიკრძალა შემდეგ მიმართულებებზე:
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110–კმ146 (როდიონოვკა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ20-კმ30 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.