გურამ მაჭარაშვილი – “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე: ასეთი ტიპის ბავშვის აღზრდა მოხდება შესაბამისი სპეციალისტების მიერ, რომ სოციუმში ეს ბავშვები ისე გაიზარდონ, სამომავლოდ არ ჰქონდეთ არანაირი სურვილი დანაშაულის ჩადენის

“ასეთი ტიპის ბავშვის აღზრდა მოხდება შესაბამისი სპეციალისტების მიერ, რომ სოციუმში ეს ბავშვები ისე გაიზარდონ, სამომავლოდ არ ჰქონდეთ არანაირი სურვილი დანაშაულის ჩადენის,”- ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

“მინდა, რომ ის ადამიანები, ვისი მსხვერპლებიც აღმოჩნდებიან ხოლმე 14 წელს მიუღწეველი ბავშვები, პრაქტიკულად აღარ იყვნენ იმ შესაძლებლობებში, რომ მათ მიეცეთ ამის საშუალება, რომ წაახალისონ 14 წელს მიუღწეველი ბავშვები დანაშაულისთვის. ასეთი ტიპის ბავშვის აღზრდა მოხდება შესაბამისი სპეციალისტების მიერ ისე, რომ სოციუმში ეს ბავშვები გაიზარდონ ისე, რომ სამომავლოდ არ ჰქონდეთ არანაირი სურვილი დანაშაულის ჩადენის” , – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, პარლამენტში დღეს „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა იწყება. საქმე ეხება ინიციატივას, რომელიც სრულწლოვანის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმას დამამძიმებელ გარემოებად განსაზღვრავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები