დავით მათიკაშვილი – შსს-ს ინიციატივაზე: საქართველო თავისი ბუნებრივი მდებარეობიდან გამომდინარე, წარმოადგენს გარკვეულ ტრანზიტულ ცას და ხშირად ეს ტრანზიტი ასევე არის მცდელობა იქნეს გამოყენებული არა კეთილი მიზნებით
“საქართველო თავისი ბუნებრივი მდებარეობიდან გამომდინარე, წარმოადგენს გარკვეულ ტრანზიტულ ცას და ხშირად ეს ტრანზიტი ასევე არის მცდელობა იქნეს გამოყენებული არა კეთილი მიზნებით,”- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოში ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივ ცენტრზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი იქნება მაქსიმალური.
“საქართველო, თავისი ბუნებრივი მდებარეობიდან გამომდინარე, წარმოადგენს გარკვეულ ტრანზიტულ ცას და ხშირად ეს ტრანზიტი ასევე არის მცდელობა იქნეს გამოყენებული არა კეთილი მიზნებით და საქართველო იქნეს გამოყენებული ნარკოტიკის გადატანის-შემოტანის ადგილად და ა.შ. იმისთვის, რომ სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი იყოს მაქსიმალურად დაცული, იქნა მიღებული გადაწყვეტილება, როგორც საბაჟო, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული სტრუქტურების ერთობლივი მოქმედებისა, რომლებიც ერთობლივად, მაღალი ხარისხით შეძლებენ ამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებას, გაკონტროლებას შემოტანილი ტვირთებისა”, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.
შეგახსენებთ, შსს-ს ინიციატივით იქმნება ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრი. ცვლილების თანახმად, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, პორტებსა და აეროპორტებში ერთობლივი ჯგუფები შეიქმნება, სადაც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, როგორც ადგილზე, ასევე, ცენტრალიზებულად მოახდენენ იმ ტვირთების კონტროლს, რომელიც ქვეყნიდან შემოდის და გადის.