ნინო წილოსანი – საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებაზე: ვფიქრობ, რომ ემიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა დიდი პასუხისმგებლობით უდგება საკუთარი ქვეყნის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს
“ვფიქრობ, რომ ემიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა დიდი პასუხისმგებლობით უდგება საკუთარი ქვეყნის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ემიგრანტების ხმათა რაოდენობა არის მინიმალური პროცენტი საერთო ჯამურ რაოდენობაში, აცლის ოპონენტებს არგუმენტს, თითქოს ეს იყო პოლიტიზირებული გადაწყვეტილება.
“ვფიქრობ, რომ ემიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა დიდი პასუხისმგებლობით უდგება საკუთარი ქვეყნის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს და მიუხედავად იმისა, რომ მათი არჩევნებში მონაწილეობის პროცედურები იცვლება და მათ მოუწევთ საქართველოში ჩამოსვლა მონაწილეობისთვის, ისინი ძალიან გააზრებულად და პასუხისმგებლობით უყურებენ და ის ფაქტი, რომ ემიგრანტების ხმათა რაოდენობა არის მინიმალური პროცენტი საერთო ჯამურ რაოდენობაში, აცლის ოპონენტებს არგუმენტს, თითქოს ეს იყო პოლიტიზირებული გადაწყვეტილება”, – აცხადებს ნინო წილოსანი.