რატი ხარბედია 17 წლამდე მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის ქალაქ კინბაუმში 17 წლამდე მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, მოკრივე რატი ხარბედიამ (46 კგ) ნახევარფინალი აზერბაიჯანელ გარდაშ რაჰიმოვთან დათმო და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

რატი ხარბედიამ მერვედფინალში გერმანელი როკო ლეიტმანი, მეოთხედფინალში კი ბერძენი ალექსანდრიოს კონსტანტინიუდისი დაამარცხა.

მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრებისთვის ეს მესამე მედალია. შალვა ბერიძემ (48 კგ) და ზაზა მდინარაძემ (52 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ახალგაზრდა მოკრივეები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები