მერცი: უკრაინაში მშვიდობის მიღწევის რეალური შანსი გვაქვს
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული პრესკონფერენცია დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის შექებით დაიწყო.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის გარეშე არ იქნებოდა ის დადებითი დინამიკა, რაც ბერლინში მოლაპარაკებების დროს იყო.
მანვე დასძინა, რომ „ჩვენ გვაქვს უკრაინაში მშვიდობის მიღწევის რეალური შანსი“ და მიესალმება ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდ დიპლომატიურ ძალისხმევას.
ჩვენ ვიცით ომის ფასი და ვიცით მშვიდობის ფასი“, – აღნიშნა კანცლერმა და ხაზი გაუსვა აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის დიპლომატიურ ძალისხმევას.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ დღეს საღამოს ევროპელ ლიდერებთან სადილის დროს კიდევ უფრო მეტ პროგრესს მიაღწევს, რადგან ტერიტორიების დათმობები მთავარ საკითხად რჩება.