ტრამპი: უკრაინაში მშვიდობასთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ

ვფიქრობ, ახლა უფრო ახლოს ვართ უკრაინაში მშვიდობასთან, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში განაცხადა.

„ერთი საათის წინ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ევროპელ ლიდერებთან რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან კარგი დისკუსია გვქონდა, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ამას დიდი ხანია ვამბობთ“, – აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.

აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, ესაუბრა თუ არა ცოტა ხნის წინ ვლადიმერ პუტინს, რაზეც მან უპასუხა, რომ „დიახ, ესაუბრა“, თუმცა დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა.

ტრამპის თქმით, ყველაფერი „საკმაოდ კარგად მიდის“.

„ჩვენ ევროპელი ლიდერებისგან უზარმაზარი მხარდაჭერა გვაქვს, მათაც სურთ, რომ ეს დასრულდეს. რუსეთს ამის დასრულება სურს, თუმცა, პრობლემა ისაა, რომ უცებ დასრულება აღარ სურთ. უკრაინასაც დასრულება სურს და შემდეგ უცებ აღარ სურთ“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები