ჩილეს ახალი პრეზიდენტი ჰყავს – ანტონიო კასტიმ 58%-ით გაიმარჯვა

ჩილეს საპრეზიდენტო არჩევნებში კონსერვატორმა ხოსე ანტონიო კასტიმ გაიმარჯვა.

14 დეკემბერს ჩატარებულ მეორე ტურში მან თავისი ოპონენტი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯანეტ ჰარათი, 58%-ით დაამარცხა.

კასტი წარმოადგენს ქვეყნის მემარჯვენე პოლიტიკურ ფლანგს და ცნობილია მკაცრი პოზიციებით კრიმინალთან ბრძოლის, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ და ეროვნული ფასეულობების დაცვასთან დაკავშირებით.

ახალი პრეზიდენტი თანამდებობას 2026 წლის 11 მარტს დაიკავებს. როგორც მედია წერს, ანალიტიკოსები თვლიან, რომ მისი საპრეზიდენტო მმართველობა მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს ქვეყნის შინაგანი და საგარეო პოლიტიკის კურსში.

ხელისუფლებამ მოითხოვა ქვეყნის გაერთიანება და თანამშრომლობა საერთო გამოწვევებთან გამკლავების მიზნით. ამასთან, ოპოზიცია მზად არის აქტიური მონიტორინგისთვის და კასტის ადმინისტრაციის პოლიტიკის კრიტიკისთვის.

ანტონიო კასტის არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები