ავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე მასობრივი სროლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ავსტრალიის ბონდის სანაპიროზე მასობრივი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. შემთხვევა 14 დეკემბერს ებრაული თემის მიერ ორგანიზებულ ხანუქას დღესასწაულზე მოხდა.

თავდასხმისას ხალხს თავს ორი შეიარაღებული პირი დაესხა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ისინი მამა-შვილი იყვნენ. ერთ-ერთი თავდამსხმელი, 40 წლის, ადგილზე დაიღუპა, მისი შვილი კი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებულთა შორის მრავალი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. პოლიციის განცხადებით, შემთხვევა „ტერორისტულ აქტად“ არის კვალიფიცირებული და მიმდინარეობს დეტალური გამოძიება.

პრემიერ-მინისტრმა ანტონი ალბანეზემ თავდასხმა ანტისემიტურ ტერორისტულ აქტად შეაფასა და იარაღის კონტროლის გამკაცრების გეგმა დააანონსა.

როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს,ეს ფაქტი, ბოლო ათწლეულებში, ავსტრალიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მასობრივ სროლად ითვლება.

პოლიცია ამჟამად დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღებას და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენას ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები