გიორგი სოსიაშვილი: სახელმწიფო დაუნდობლად მოეკიდება ყველა იმ ადამიანს, ვინც არასრულწლოვნების სათავისოდ გამოყენებას შეეცდება
“სახელმწიფო დაუნდობლად მოეკიდება ყველა იმ ადამიანს, ვინც არასრულწლოვნების სათავისოდ გამოყენებას შეეცდება,”- ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
„კიდევ უფრო დამამძიმებელი გარემოება გამოიკვეთა იმ თვალსაზრისით, რომ ხდებოდა არასრუწლოვნების ჩართვა დანაშაულებრივ სქემებში და ამას იყენებდნენ ადამიანები სათავისოდ. ბუნებრივია, რომ სახელმწიფო დაუნდობლად მოეკიდება ყველა იმ ადამიანს, ვინც არასრულწლოვნების სათავისოდ გამოყენებას შეეცდება“, – აღნიშნა სოსიაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტში დღეს „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა იწყება. საქმე ეხება ინიციატივას, რომელიც სრულწლოვანის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმას დამამძიმებელ გარემოებად განსაზღვრავს.