ლარი კვლავ გაუფასურდა – ერთი დოლარის ღირებულება 2.4155 ლარი გახდა
ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ხვალიდან ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4155 ლარი გახდა – ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეს დაადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4054 ლარს შეადგენდა, ხვალიდან 2.4155 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0101 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6029 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6236 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0207 ლარი შეადგინა.