ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა ბაჰრეინმაც გაწყვიტა

საუდის არაბეთის შემდეგ ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა ბაჰრეინმაც გაწყვიტა. როგორც მედიის საკითხებში ბაჰრეინის მინისტრმა ისა ჰამადიმ განაცხადა, ირანის დიპლომატებმა ქვეყანა 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ. ბოლო დროს ბაჰრეინი ირანს შიიტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს, რომლებიც მმართველი სუნიტების მიმართ ოპოზიციურად არიან განწყობილები.
საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა ორი დღის წინ გაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება ერ-რიადმა თეირანის მწვავე განცხადებების და საუდის არაბეთის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ მიიღო. საპროტესტო აქციები საუდის არაბეთის ხელისუფლების მიერ შიიტი სასულიერო პირის ნიმრ ან-ნიმრის სიკვდილით დასჯას მოჰყვა. ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ განაცხადა, რომ საუდის არაბეთს „ღვთის რისხვა თავს დაატყდება“, ხოლო ნიმ ან- ნიმრის მან წამებული უწოდა, რომელიც მშვიდობიანი მეთოდებით მოქმედებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები